- Share this text:
Untitled - posted by guest on 28th September 2020 09:17:31 PM
და მერე ასე ხდება, შენ იცი, მე მაინც მოგიყვები რასაც ნიშნავს - ასე. კართან იტუზები და ელოდები იქნებ ვინმეს შენგან სულის ყიდვა მოუნდეს. ჰო სულს ყიდი რადგან ვინც იმ კარის იქითაა შენს სულზე და ღმერთზე მეტადაც გიყვარს. იცი, ამ დროს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა კარის უკან ჯოჯოხეთია თუ სამოთხე. იმდენად ხარ მისით შეპყრობილი რომ თითქოს გინდა რამე დააშავოს და გააძევონ შენ დაგიბრუნდეს, ეს მანაც იცის და თუ კი უყვარდი მერე უფრო ნაკლებად უყვარხარ. იცი სიყვარულში ხშირად უნდა გაურიო ჰუმანური რაღაცეები ხოლმე, თორე ხომ იცი ძლიერი სიყვარულის ყველას არ ესმის და არც ეჭვიანი ხალხი უყვართ. დამალე ეს ნაკლოვანებები როჯერს! ნუ ეს მაშინ როცა ცოცხალი ხარ, მგონი დამაგვიანდა ამის გააზრება მაგრამ შენ ცოცხალი ხარ ჯერკიდევ და გამოგადგება,მოკლედ იქიდან გავაგრძელებ სადაც გავჩერდი. ამ შემთხვევაში გრძნობებს და რეალობას შორის დიდი აცდენებია და არამხოლოდ ამ შემთხვევაში, ხანდახან რეალობას ისე აღიქვამ როგორიც ის შენთვის არის და არა ისე როგორც სინამდვილეში. მაგალითად რაღაც არსებობას განაგრძნობს ოღონდ შენთვის აღარ, შენ ეს გააზრებული გაქვს მაგრამ შენს გონებაში მას ისე ხედავ თითქოს სამუდამოდ გაქრა და ამას ასე აღიქვამ, ასე განიცდი, აი მისმინე -ის ცოცხალია მის სანახავად ყოველდღე მიდიხარ მაგრამ ვერ ხედავ,რადგან არავინ ყიდულობს შენს სულს! უკვე ყველა წმინდა ნაწილი შერყვნილია შენს მიერ. ყველაზე დაბალი რანგის დემონიც კი რომელიც ცოდვებისგან ძლივს დადის ჯოჯოხეთისკენ მიმავალ ბილიკზე, საქონელში რაღაც კეთილს და სათნოს ეძებს. არ ვიცი რაში სჭირდება, მე არ ვარ მათ ტექნიკებში გარკვეული. შეფასების განსაკუთრებული სქემა აქვთ, გყნოსავენ და შემდეგ გაფურთხებენ. იმასაც ითვლიან თუ რამდენმა მათგანმა შეგაფურთხა. შენ არასდროს ევაჭრები, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს გადაიხდიან შენს სულში, ადრე რომ თითოეულ პენის 9 ჯერ ითვლიდი და სახელდახელოდ ინახავდი საფულეში ახლა აღარ განაღვლებს. არც ცოდვების ჩადენა გსურს, ჭამა-სმაც კი გავიწყდება როჯერს, წარმოგიდგენია ?! შენ გჯერა რომ ჯოჯოხეთის გზაზე შეიძლება ყველა ცოდვა მოიშალო და წმინდანი გახდე ? ეს არავის უთხრა თორემ ამ ჯურღმულში მიპოვნიან და ჯვარზე გამაკრავენ. არანაირი ცოდვის ჩადენის ინსტიქტი აღარ შემრჩა, ადრე რომ მეგონა ფიქრი და ოცნება რა ცოდვაა მეთქი, ეგეც კი მეუცხოვება ახლა და თუ ჩემს სულს გავყიდი ხომ იცი ცოდვებიანად გავყიდი, ან თუნდაც ცოდვები მე დამიტოვონ, არ მანაღვლებს, უბრალოდ მინდა რომ მასთან ვინც ასე ძალიან მიყვარს კიდევ ერთხელ შევცოდო თუ კი დარჩა რაიმე შანსი და თუ კი ცოდვათა ზღვარი უკვე არ დავასრულე, მინდა რომ მეც შევიდე ჯოჯოხეთში, ყველა ნახევრად მკვდარი მოვაბრუნო იმქვეყნად, მისი სახე ვიპოვო და ვაკოცო, ისე როგორც მან მაკოცა ატმების უკან, გაზაფხულზე, როცა უმანკო ვიყავი. სულის გაყიდვა მინდა ასე დავეცი და ჯოჯოხეთში არ მიშვებენ როჯერს, არის რაიმე ადგილი ან გზა რისთვისაც ჯოჯოხეთია სამოთხე ? ვისთვისაც შვებად გადაიქცა სატანჯველი ? მე ყველაფერს ვაკეთებ რომ ის დაბრუნდეს ან მე მოვხვდე იქ. შენ რატომ დუმხარ ? ვიცი! ფიქრობ რომ რადგანაც სიყვარულის უნარი შემრჩა ღმერთი ისევაა ჩემში და სატანა ამიტომ გამებუტა ხომ ? ამაზე მეც ვფიქრობდი და პასუხი ვერ ვიპოვე. ან იქნებ ღმერთმა და სატანამ ერთად გადაწყვიტეს რომ ჯოჯოხეთი ჩემთვის ასე მოეწყოთ ? არ ვიცი, მხოლოდ ის გავიგე რომ არცერთ მათგანს არ ვყვარებივარ, არც საკუთარ თავს ვყვარებივარ თურმე აქამდე რადგანაც მოვედი. თუ ჩემი ნატვრა ვერ ასრულდება ის მაინც მინდა რომ სიკვდილის შემდეგ გავქრე, არცერთი სამყარო არ მსურს ჩემნაირი რაღაცით დავამძიმო. შენ კი არ ვიცი რა დააშავე ცხოვრებამ ჩემთან რომ მოგახვედრა, ისევ ადამიანი რომ ვიყო ახლა ვიტირებდი შენს და ჩემს მაგივრადაც, შენ გეცოდები და თავს ამიტომ იკავებ, ფიქრობ რომ ზედმეტია ამით დავმძიმდე. მაპატიე რაც კი დაგიშავე უკანასკნელი ათი წუთის მანძილზე, ხვალ გაიღვიძებ ოღონდ ისეთი ვეღარასდროს იქნები როგორც აქამდე.